ზელენსკი ანკარაში ერდოღანს შეხვდა

თურქეთში ჩასული უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.

ზელენსკის და ერდოღანის შეხვედრა ანკარაში

დღის მეორე ნახევარში სტამბოლში რუსეთის და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება უნდა გაიმართოს, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ზელენსკის ოფისის უფროსი ანდრეი ერმაკი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა.

რაც შეეხება რუსეთის დელეგაციას, მას ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს.