ზელენსკი ხამობს: თურქეთში ჩასულ რუსეთის დელეგაციას „დეკორატიულს “უწოდებს

თურქეთში ჩასულ რუსეთის დელეგაციას, რომელმაც უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკება უნდა გამართოს, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ დეკორატიული უწოდა. ზელენსკი ანკარაში ჩაფრინდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ზელენსკი ანკარაში

ზელენსკის თქმით, თურქეთში გაგზავნილი რუსეთის დელეგაციის დონე არის საკმაოდ დაბალი, ხოლო მისი მანდატი – გაურკვეველი.

„დელეგაციის ზუსტი შემადგენლობა ჩემთვის უცნობია, მაგრამ, როგორც ჩანს, ის დეკორატიულ ხასიათს ატარებს. უნდა გავარკვიოთ, რა უფლებამოსილება აქვს ამ დელეგაციას და შეუძლია თუ არა მას რაიმე გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა სიგნალი სურს გაუგზავნოს პუტინს, ზელენსკიმ უპასუხა: „მე აქ ვარ და ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ ნათელი სიგნალია“.

ბოლო ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება სტამბოლში დღის მეორე ნახევარში უნდა გაიმართოს.