შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე – ის, რომ ევროკავშირი დიდია, არავის აძლევს უფლებას, აგვიკრძალოს, გავაკრიტიკოთ ის, რაც კრიტიკას იმსახურებს – კრიტიკის „ცუდად საუბრად“ შერაცხვა არის საბჭოური აზროვნება

ის, რომ ევროკავშირი დიდია და ჩვენ იქ გაწევრიანება გვსურს, არავის აძლევს უფლებას, აგვიკრძალოს, გავაკრიტიკოთ ის, რაც კრიტიკას იმსახურებს – კრიტიკის „ცუდად საუბრად“ შერაცხვა არის სწორედაც საბჭოური და არა ევროპული აზროვნება, – ამ განცხადებით სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩს მიმართავს.

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩზე - ის, რომ ევროკავშირი დიდია, არავის აძლევს უფლებას, აგვიკრძალოს, გავაკრიტიკოთ ის, რაც კრიტიკას იმსახურებს - კრიტიკის „ცუდად საუბრად“ შერაცხვა არის საბჭოური აზროვნება

“ევროპა გულისხმობს ღიაობას კრიტიკისთვის და არა კრიტიკული აზრის ჩახშობას. ის, რომ ევროკავშირი დიდია და ჩვენ იქ გაწევრიანება გვსურს, არავის აძლევს უფლებას, აგვიკრძალოს, გავაკრიტიკოთ ის, რაც კრიტიკას იმსახურებს.

ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო, გერმანიის ელჩის პერიოდული თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე, თავისი არსით და ფორმით ღრმად არაევროპული ქცევაა. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი თავდასხმები შეწყდეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

თუ გსურთ ისეთ ორგანიზაციას შეუერთდეთ, როგორიცაა ევროკავშირი, არ არის კარგი იდეა მასზე ასე ცუდად საუბარი, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩის თქმით, გერმანია საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და სურს საქართველო გაერთიანების წევრი გახდეს.