თურქეთის ქალაქ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს, – აღნიშნულის შესახებ „სიენენი“ იტყობინება.
როგორც მედიასაშუალება წერს, უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტამ უმეროვი ხელმძღვანელობს. რუსულ მხარეს კი კრემლის ლიდერის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი.
შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი უძღვება.