სტამბოლში უკრაინის, აშშ-ისა და თურქეთის დელეგაციებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებით ირკვევა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.