უკრაინის თავდაცვის მინისტრი – ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი იყო ცეცხლის შეწყვეტის, ომის ტყვეების გაცვლის განხილვა, ასევე, პოტენციურად ვამზადებთ ქვეყნების ლიდერების დონეზე შეხვედრას

სტამბოლში დელეგაციებმა ომის ტყვეების „ათასი ათასზე“ გაცვლა განიხილეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა სტამბოლში რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი - ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი იყო ცეცხლის შეწყვეტის, ომის ტყვეების გაცვლის განხილვა, ასევე, პოტენციურად ვამზადებთ ქვეყნების ლიდერების დონეზე შეხვედრას

მისი თქმით, ამის გარდა მხარეები ცეცხლის შეწყვეტის საკითხსა და ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციური შეხვედრის მომზადების საკითხს შეეხნენ.

„ჩვენი მოლაპარაკებების მიზანი იყო ცეცხლის შეწყვეტის, ომის ტყვეების გაცვლის განხილვა, და ასევე პოტენციურად ვამზადებთ ქვეყნების ლიდერების დონეზე შეხვედრას. ვილაპარაკეთ „ათასი ათასზე“ გაცვლაზე, ასევე ვმუშაობთ ამ გაცვლის სხვა დეტალებზეც“, – განაცხადა უმეროვმა.

მისი თქმით, ახლა „უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ომის ტყვეების გაცვლა“, ხოლო სხვა ნაბიჯების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.