თბილისში უბედური შემთხვევა მოხდა.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, 8 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადავარდა და ეზოში მდგარ ავტომობილს დაეცა.
ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge შსს-ში დამატებით დეტალებს არკვევს.