ჯო ბაიდენს პროსტატის სიმსივნე დაუდგინდა

თეთრი სახლის ექსლიდერს ჯო ბაიდენს პროსტატის სიმსივნის აგრესიული ფორმა დაუდგინდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.

ჯო ბაიდენი

დიაგნოზის შესახებ განცხადება ბაიდენის ფონდმა გაავრცელა.

როგორც მედიასაშუალება წერს, ბაიდენი და მისი ოჯახი მკურნალობის მეთოდებს განიხილავენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სიმსივნე ჰორმონებზე რეაგირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მკურნალობა სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება.

ბაიდენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ის და პირველი ლედი მელანია ტრამპი „დამწუხრებულები არიან ჯო ბაიდენის ბოლოდროინდელი სამედიცინო დიაგნოზის შესახებ ინფორმაციის მოსმენით“.