ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის არმია მთელ ღაზას სექტორზე სრული კონტროლის დამყარებას გეგმავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის არმია მთელ ღაზას სექტორზე სრული კონტროლის დამყარებას გეგმავს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი

მისი თქმით, ბრძოლები ინტენსიურად გრძელდება და ჯარებს ბრძოლის ველზე პროგრესი აქვთ.

„ჩვენ არ დავნებდებით. წარმატების მისაღწევად ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ჩვენი შეჩერება შეუძლებელი იყოს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ Telegram-ზე გავრცელებული ვიდეომიმართვისას.

ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, „ისრაელი ისე იმოქმედებს, რომ მისი შეჩერება შეუძლებელი იყოს“.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ავიჩაი ადრაიმ, სამხრეთ ღაზას რაიონებში, მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ მოახდინონ ევაკუაცია უპრეცედენტო თავდასხმის წინ, რომლის სამიზნეც, მათივე განცხადებით, „ჰამასის“ ინფრასტრუქტურაა.

ინფორმაციისთვის, ისრაელი ღაზაში გაფართოებულ შეტევას აგრძელებს, რასაც თან ახლავს დაბომბვის ოპერაციაც.