უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა განაცხადა.
„ჩვენ გვესმის, რომ უკრაინაში ომის შესახებ მოლაპარაკებები გარკვეულ ჩიხში შევიდა“, – აღნიშნა მან.
მან, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „როგორც ჩანს, ზუსტად არ იცის, როგორ გამოვიდეს ომიდან“.
„თუ რუსეთი არ ისურვებს მონაწილეობას, საბოლოოდ შეერთებულმა შტატებმა უნდა თქვას, რომ ეს ჩვენი ომი არ არის“, – დასძინა ვენსმა.