აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკას მშვიდობა სურს, ხოლო ზოგი ევროპელი პოლიტიკოსი ომის მოწოდებით გამოდის. კენედის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ამერიკის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ეს ამბავი მას ვატიკანში ერთ-ერთმა კარდინალმა უთხრა.
„ერთ-ერთმა კარდინალმა, ვისაც მე ახლახან ვხვდებოდი, მითხრა, რომ მათთვის უჩვეულოა, როცა ამერიკის პრეზიდენტს მშვიდობა სურს, ხოლო ზოგი ევროპელი სამხედრო მოქმედებებისკენ მუდამ მოუწოდებს, თითქოს სამყარო ამოტრიალდა“, – თქვა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აგრეთვე დასძინა, რომ ტრამპს სურს, რომ თავდაცვაზე დიდი ფული არ იხარჯებოდეს, უკეთესი იქნებოდა, თუ ფინანსური სახსრების ეკონომიკის განვითარებას მოხმარდებოდა.