მარტა კოსი – საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას უნდა დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში წინსვლას ვერ შევძლებთ

საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას უნდა დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გვექნება სურვილი და ვერ შევძლებთ წინსვლას, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მარტა კოსი - საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას უნდა დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში წინსვლას ვერ შევძლებთ

კითხვაზე, რა არის მისი გზავნილი ქართველი ხალხისა და „ქართული ოცნებისთვის“, ევროკომისარმა შემდეგნაირად უპასუხა:

„ქართული ოცნებისთვის“ [გზავნილი] ის, რომ საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას უნდა დაუბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გვექნება სურვილი და ვერ შევძლებთ წინსვლას. ქართველი ხალხისთვის ის, რომ: იყავით ძლიერები, იბრძოლეთ ევროპული ღირებულებებისთვის, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს“, – აღნიშნა კოსმა.