„კაცობრიობა გლობალური კატასტროფის ზღვარზეა და ამ მექანიზმის მამოძრავებელ ძალას მთელ მსოფლიოში მძვინვარე შეიარაღებული კონფლიქტები, ბირთვული ძალების დაპირისპირება და ქრონიკული გლობალური პრობლემების გამწვავება ხელს უწყობს“, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა სანქტ-პეტერბურგში ფორუმზე განაცხადა.
ამასთან, მედვედევმა თქვა, რომ ახალი მსოფლიო დღის წესრიგი დაფუძნებული იქნება მიმდინარე გლობალური დაპირისპირების შედეგებზე.