რუბიო: რუსეთს სურს ის, რაზეც უფლება არ აქვს, ხოლო უკრაინას სურს ის, რისი დაბრუნებაც სამხედრო გზით არ შეუძლია, ეს არის გამოწვევის არსი

„უკრაინაში კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

„ფუნდამენტური გამოწვევა ჩვენ წინაშე უკრაინასთან დაკავშირებით ასეთია: რუსეთს სურს ის, რაც მას ახლა არ აქვს და რაზეც უფლება არც აქვს, ხოლო უკრაინას სურს ის, რისი დაბრუნებაც მას სამხედრო გზით არ შეუძლია. ეს არის გამოწვევის არსი“, – აცხადებს რუბიო.

როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა, უკრაინაში ომის სამხედრო გზით გადაწყვეტა შეუძლებელია და ის მოლაპარაკების გზით უნდა დასრულდეს.