კანადას სურს ამერიკის შეერთებული შტატების ე.წ. „ოქროს გუმბათის“ პროექტს შეუერთდეს. პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის თქმით, ის მასშტაბური სარაკეტო თავდაცვის სისტემის მშენებლობის საკითხზე ვაშინგტონთან მაღალი რანგის მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
ამერიკის პრეზიდენტმა, შეერთებული შტატების თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ახალი სარაკეტო თავდაცვითი სისტემის შექმნის გეგმა დააანონსა, რომელიც ჯამში 25 მილიარდი დოლარი დაჯდება. დონალდ ტრამპს სურს რომ „ოქროს გუმბათი“ მისი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე ამუშავდეს.