„ლაშა ბუღაძე არის გვარამიას, სააკაშვილის და ხოშტარიას პისტოლეტი, რომელსაც ვისაც უნდა იმას მიუშვერენ“ – სვიმონ ჯანგულაშვილმა კოლექტიური ბუღაძეები დაუნდობელად ამხილა

ლაშა ბუღაძეს, ნოდარ ლადარიას, ლაშა ბაქრაძეს – ასეთ ოდიოზურ პირებს, თავად არაფერი არ შეუქმნიათ ისეთი, რითაც თუნდაც ახლოს მივლენ მათ მიერ გალანძღულ ადამიანებთან, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საზოგადოება „ქართულის“ თანადამფუძნებელმა, დირიჟორმა სვიმონ ჯანგულაშვილმა. მან ისაუბრა საზოგადოების კონკრეტული ჯგუფების მხრიდან წარმოებულ ბულინგის იმ კამპანიაზე და შემთხვევებზე, რისი ადრესატებიც ხშირად ხდებიან ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის საამაყო ავტორიტეტები.

„კრიტიკა ეს არის მეცნიერული ფენომენი, რომლისთვისაც აუცილებელია აკადემიზმი და კეთილგანწყობა. ანუ კრიტიკა მტრობა არ არის, შეიძლება კრიტიკა იყოს უმოწყალო, მაგრამ მასში მთავარი მოტივაცია არის სიკეთის დამკვიდრების სურვილი. ესენი არიან პროპაგანდის ავი ძაღლები. მათი მიზანია – ვინც მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას და ასეთ ვიღაცებს ეღობება გზაზე, ისინი გაანადგურონ. წლებია ლანძღავენ რობერტ სტურუას. ამ წრეს ალბათ საქართველოში ყველაზე მეტად სძულთ ბიძინა ივანიშვილი, კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე (რომელზეც რა არა აქვთ ნაკადრი და მისი მოთმინება და ამ მოთმინებისგან მისი დამსხვრეული ჯანმრთელობა ამის უტყვი მაგალითია) და სძულთ რობერტ სტურუა, რომელიც განსაკუთრებით იმ დროს როდესაც ქართველების უმრავლესობა ჩვენდა სამარცხვინოდ მხარს ვუჭერდით ამ ფარისევლურ და მანიაკალურ ძალას, ის ამხელდა. როდესაც შენ ხარ საშუალოდ ნიჭიერი ადამიანი, ან უნიჭო ადამიანი, არაფერი შეგიქმნია და ლანძღავ რობერტ სტურუას, ამით შენ ეგოს იფხან. საკუთარ თავს იმკვიდრებენ.

ნოდარ ლადარია წერს, გალაკტიონ ტაბიძე იყო საბჭოთა მოქალაქეო. ესე იგი, ცუდი კაცი იყო გალაკტიონი რახან არ დახვრიტეს და თავის გადარჩენისთვის რამდენიმე ლექსი დაწერა კომუნისტებზე. ეს არის ავადმყოფური მისწრაფებების მქონე ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი დაფინანსება, იგივე კეზერაშვილისგან, სხვებისაგან და რომლებიც არიან იარაღი; ეს ლაშა ბუღაძე არის გვარამიას, სააკაშვილის და ხოშტარიას ხელში დაჭერილი პისტოლეტი, რომელსაც ვისაც უნდა იმას მიუშვერენ. არ არის ადამიანი, ვისაც ამათ არ გადაუარეს. ასფალტის დაგების, შუშებიანი იუსტიციის სახლების და პოლიციის შენობების აგების გამო, მონსტრების, მკვლელების და სადისტების (რომლებიც სააკაშვილი და მისი სატრაპები არიან) მხარდამჭერები არიან აქამდე. ბიძინა ივანიშვილს კი ამხელა სიკეთე არაფერში არ ეთვლება. თუკი ვინმე გვყავს ქართველებს, ან წარსულში გვყავდა, ვინც ჩვენ ეროვნულ იდენტობას და ვინც ჩვენ ევროპულ მომავალს ყველაზე მეტად განასახიერებს, ესენი ამას ანადგურებენ“, – განაცხადა ჯანგულაშვილმა.