უკრაინის არმიამ საფრანგეთის მიერ გაწვრთნილი და აღჭურვილი „კიეველი ანას“ ბრიგადის შემოწმება დაიწყო, – წერს Le Figaro.
როგორც მედია წერს, ამ კავშირს კიევსა და პარიზს შორის სამხედრო თანამშრომლობის სიმბოლოს უწოდებდნენ. სიმბოლო ასე რა სიმბოლო აღმოჩნდა: ბრიგადა გაუთავებელმა სკანდალებმა შეძრა.
უკრაინულმა გაზეთმა „უკრაინსკა პრავდამ“ ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიგადის ერთ-ერთი მეთაური, პოლკოვნიკი ტარას მაქსიმოვი, ფიგურირებდა ფიქტიური გადახდებისა და საკუთარი ჯარისკაცებისგან ფულის გამოძალვის საქმეში.
ამ მედიასაშუალების ცნობით, ბრიგადაში პოზიციების მიტოვების დაახლოებით 1 200 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როდესაც მისი საერთო შემადგენლობა 5 000-ზე ნაკლები ადამიანია, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი საფრანგეთში იყო გაწვრთნილი.
„მას შემდეგ, რაც სტატია გამოქვეყნდა „უკრაინსკა პრავდაში“, მე ვთხოვე ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ფაქტების დამატებითი ოფიციალური გადამოწმება“, – განაცხადა სახმელეთო ჯარების მეთაურმა მიხაილ დრაპატიიმ, რომლის სიტყვებსაც გამოცემა ციტირებს.