“რა გაკეთდება ისეთი, რაც სახელმწიფო დეპარტამენტს ანტიამერიკული “ქართული ოცნებისთვის” რეალური ფასის დაწესებაში დაეხმარება?” – ჯო უილსონის კითხვა და მარკო რუბიოს პასუხი

გა­ნი­ხი­ლე­ბა, ვა­რი­ან­ტებს და და­მა­ტე­ბით ვა­რი­ან­ტებს გან­ვი­ხი­ლავთ , – ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა, მარ­კო რუ­ბი­ომ აშშ-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა­ში მოს­მე­ნა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"რა გაკეთდება ისეთი, რაც სახელმწიფო დეპარტამენტს ანტიამერიკული "ქართული ოცნებისთვის" რეალური ფასის დაწესებაში დაეხმარება?" - ჯო უილსონის კითხვა და მარკო რუბიოს პასუხი

  • რუ­ბი­ოს პა­სუ­ხი კონ­გრეს­მენ ჯო უილ­სო­ნის (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია) კი­თხვას მოყ­ვა, კერ­ძოდ, რუ­ბი­ოს უილ­სონ­მა ჰკი­თხა: “თქვე­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში რა გა­კეთ­დე­ბა ისე­თი, რაც სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით, ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის” რე­ა­ლუ­რი ფა­სის და­წე­სე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა”.

რუ­ბი­ოს თქმით, დღეს არ აქვს გან­ცხა­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად რის გა­კე­თე­ბას გეგ­მავს აშშ, მაგ­რამ დას­ძი­ნა, რომ სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა, “ვა­რი­ან­ტებს და და­მა­ტე­ბით ვა­რი­ან­ტებს გან­ვი­ხი­ლავთ”.

ასე­ვე რუ­ბი­ომ თქვა, რომ შტა­ტებ­მა რე­გი­ო­ნულ ბი­უ­რო­ებს და ლო­კა­ლურ ოფისს უნდა მი­მარ­თოს, რომ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო მი­ი­ღონ – “ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი მთავ­რო­ბის­თვის ყვე­ლა­ზე საგ­რძნო­ბი ზო­მე­ბი რა შე­იძ­ლე­ბა იყოს”.

“ჩემს შე­სა­ვალ სი­ტყვა­ში რაც ვთქვი, იმას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მი­ზა­ნი ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბია. ასე რომ, ამას შევ­ხე­დავთ და სა­კუ­თარ თავს ვკი­თხავთ: “ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სია, რომ მსოფ­ლი­ოს მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილ­ში ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი მთავ­რო­ბა მმარ­თვე­ლობ­დეს?” და თუ არა, შე­სა­ბა­მის ქმე­დე­ბებს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, რათა ფა­სის გა­დახ­და მო­უ­წი­ოს ამ მთავ­რო­ბას.

ეს ამ­ჟა­მად გა­ნი­ხი­ლე­ბა, ვა­რი­ან­ტებს და და­მა­ტე­ბით ვა­რი­ან­ტებს გან­ვი­ხი­ლავთ. კონ­კრე­ტუ­ლად დღეს გან­ცხა­დე­ბა არ მაქვს, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რის გა­კე­თე­ბას ვგეგ­მავთ, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ეს ისე­თი რა­მეა, რაც გა­ნი­ხი­ლე­ბა.

და, კი­დევ ერთხელ, [ეს] შე­სა­ნიშ­ნა­ვია მა­გა­ლი­თია იმის, თუ რა­ტომ უნდა მივ­მარ­თოთ ჩვენს რე­გი­ო­ნულ ბი­უ­რო­ებს და ად­გილ­ზე ჩვენს ლო­კა­ლურ ოფისს, რომ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო მოგ­ვცენ – ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი მთავ­რო­ბის­თვის ყვე­ლა­ზე საგ­რძნო­ბი ზო­მე­ბი რა შე­იძ­ლე­ბა იყოს”, – გა­ნა­ცხა­და რუ­ბი­ომ.