სომხეთის მთავრობის დღის წესრიგში არ შედის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლა – სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის გევორგ პაპოიანის განცხადებით, სომხეთის მთავრობის დღის წესრიგში არ შედის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის საკითხი და ევროპული ინტეგრაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივები ამას არ ითვალისწინებს.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრ

„სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია და ამ ორგანიზაციიდან გასვლის დღის წესრიგი არ არსებობს. ჩვენ ამ ლოგიკით ვაგრძელებთ მუშაობას“, – თქვა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, მანამდე კი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ სომხეთი არ აპირებს რუსეთთან ურთიერთობების რეფორმირებას.

მირზოიანის განცხადებით, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები ვითარდება და მისი გადახედვა დღის წესრიგში არ დგას.

„ვემზადებით თუ არა რუსეთის ფედერაციასთან ჩვენი მოკავშირე ურთიერთობების რეფორმირებისთვის? მინდა პირდაპირ ვთქვა: „არა“.