“ქართველებს ტვინი გამოურეცხეს, რომ ჩვენ მტრები ვართ, მაგრამ მომხრე ვართ, რომ ოსებმა და აფხაზებმა ქართველებთან მშვიდობიანად იცხოვრონ” – ლუკაშენკო

ჩვენ არას­დროს ვყო­ფილ­ვართ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი. მომ­ხრე ვართ, რომ რო­გორც ოსებ­მა, ასე­ვე აფხა­ზებ­მა ქარ­თვე­ლებ­თან მშვი­დო­ბი­ა­ნად იცხოვ­რონ, რო­გორ გა­ერ­კვე­ვი­ან, ეს მათი სა­კი­თხია, – ასე მი­მარ­თა ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კომ ნი­კო­ლაი რო­გაშ­ჩუკს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბე­ლა­რუ­სის რეს­პუბ­ლი­კის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელ­ჩად და­ი­ნიშ­ნა.

"ქართველებს ტვინი გამოურეცხეს, რომ ჩვენ მტრები ვართ, მაგრამ მომხრე ვართ, რომ ოსებმა და აფხაზებმა ქართველებთან მშვიდობიანად იცხოვრონ" - ლუკაშენკო

  • მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ბე­ლა­რუსს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­უმ­ჯო­ბეს­და.

“ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­უმ­ჯო­ბეს­და. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ეს მოხ­და. ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად გვექ­ცე­ვი­ან. ისი­ნი ძა­ლი­ან აფა­სე­ბენ ჩვენს ხალ­ხს. ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი მეტ-ნაკ­ლე­ბად ნორ­მა­ლუ­რია. დიახ, მათ ტვი­ნი გა­მო­უ­რე­ცხეს, რომ ჩვენ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი, მე­ტო­ქე­ე­ბი და თით­ქმის მტრე­ბი ვართ. ჩვენ არას­დროს ვყო­ფილ­ვართ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი. ჩვენ მომ­ხრე ვართ, რომ რო­გორც ოსებ­მა, ასე­ვე აფხა­ზებ­მა მშვი­დო­ბი­ა­ნად იცხოვ­რონ ქარ­თვე­ლებ­თან. რო­გორ გა­ერ­კვე­ვი­ან, ეს მათი სა­კი­თხია. არ ვე­რე­ვით, ჩვენ უნდა გა­ვა­კე­თოთ ის, რაც სა­უ­კე­თე­სოა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. ეს ჩვე­ნი პო­ზი­ცი­აა“, – აღ­ნიშ­ნა ლუ­კა­შენ­კომ.