ლივერპულში, ფეხბურთის გულშემატკივრების ზეიმის დროს ტერიტორიაზე მანქანის შევარდნისას 50 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, 27 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი, მათ შორის, ოთხი მცირეწლოვანი.
ცნობისთვის, ფეხბურთის გულშემატკივრები საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ პრემიერლიგაში გამარჯვებას ზეიმობდნენ, რა დროსაც მამაკაცი ხალხში მანქანით შევარდა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია 53 წლის ბრიტანელი მამაკაცი. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა, პოლიციის ინფორმაციით, საქმე ტერორიზმთან დაკავშირებული მუხლით არ განიხილება.