დამთავრდა მაისი! ხელისუფლება უადგილო ადგილას ღელავს ხოლმე: „მაისამდე შევლენ“ ან „მაისამდე გამოაცხადებენ“ – არ ვმოქმედებთ ჩვენ ასე – საქართველოს XI მოწვევის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ვამბობ, ჩვენ დღეს ბოიკოტში ვართ და არ შევდივართ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რაიმე შეიცვალა პარტია დამალვას არ აპირებს.
„დამთავრდა მაისი! ხელისუფლება უადგილო ადგილას ღელავს ხოლმე – „მაისამდე შევლენ“ ან „მაისამდე გამოაცხადებენ“ – არ ვმოქმედებთ ჩვენ ასე! ხომ გახსოვთ, „ნაცებს“ ჰქონდათ [განცხადებები], რომ „გახარია საქართველოსთვის „ ლეგიტიმაციას მისცემდა „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში შევიდოდით. შევედით? – არა. ჩვენ გვაქვს ძალიან პრაგმატული, გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკა. ჩვენ 180 გრადუსით არ ვცვლით მიდგომებს. ამიტომ საქართველოს XI მოწვევის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ვამბობ, ჩვენ დღეს ბოიკოტში ვართ და არ შევდივართ. თუ რაღაც შეიცვალა, ხომ გვეტყობა, რომ არ ვმალავთ, არავის ვეპარებით, უჩუმრად არაფერს ვაკეთებთ და სიურპრიზებს არ ვაწყობთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ღიად. დღეს მსოფლიოში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, ყველა პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის მთავარი მიზანი დღეს საქართველოში მთავარი პრობლემის რადიკალიზაციის დაძლევა უნდა იყოს. გლობალური თამაშის წესები იცვლება“, – განაცხადა გახარიამ.