ბრიტანულმა გავლენიანმა გამოცემა The Guardian-მა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელთან, ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც ბაჩიაშვილის დაკავებიდან რამდენიმე საათით ადრე გასაჯაროვდა.
აღნიშნულ ინტერვიუში, სხვადასხვა საკითხთან ერთად, ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა.
„[ივანიშვილი] შეპყრობილი იყო თავისი მოკვდაობით. ექსპერიმენტულ, გიჟურ პროცედურებს იტარებს, როგორებიცაა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და გიჟური ვუდუს ხრიკები. მისი ვუდუს ოსტატი, იულია კრუშანოვა, მასთან ცხოვრობს““, – თქვა ბაჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია სუს-მა დილით გაავრცელა.
ბაჩიაშვილს, ე. წ ბიტკოინების საქმეზე, დაუსწრებლად 11-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
ბაჩიაშვილმა საქართველო მარტში დატოვა.