ლავროვი ევროპელ ლიდერებს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს უკრაინაში ვითარების ესკალაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

სერგეი ლავროვი

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ევროპელი ლიდერების ნაწილი ცდილობს ხელი შეუშალოს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო პროცეს, რადგან „ომის დასრულების შემთხვევაში ისინი სირცხვილით დაასრულებენ თავიანთ პოლიტიკურ კარიერას. ისინი ამ თავიანთ ეგოისტურ ინტერესებს თავიანთი ერების ინტერესებზე მაღლა აყენებენ“.

ის ასევე აცხადებს, რომ მოსკოვი საპასუხო დარტყმებით აუცილებლად უპასუხებს უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ იერიშებს.