„ქალი მთელი ცხოვრება რუსეთში მღეროდა და ახლა ევრომონებს უმღერის…“ – ნანი ბრეგვაძეს Tbilisi Open Air-ზე გამოსვლის შემდეგ სასტიკად გააკრიტიკეს, რას წერენ მომღერალზე?

წელს Tbilisi Open Air-ზე სპეციალურად მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ – პაატა ბურჭულაძე, ნანი ბრეგვაძე, მერაბ სეფაშვილი, გიული ჩოხელი, გიორგი უშიკიშვილი და სუხიშვილები.

ნანი ბრეგვაძემ და KORDZ-მა ერთად ჩაწერეს სიმრერა, სადაც გოგი ცაბაძის „მთვარეოს“ ასრულებენ. აღნიშნულმა ვერსიამ და თავად ნანი ბრეგვაძის გამოსვლამ Open Air-ის სცენაზე სოციალურ ქსელში ვნებათაღელვა გამოიწვია:

„გულახდილად თქვით, ეს მართლა მოგწონთ? ხანდახან ხდება ჩავარდნა და ეს ის შემთხვევა, ქალბატონი ნანი მაქსიმუმს აკეთებს თავის ასაკში, თუმცა კომპოზიციაც გაუგებრობაა. მომიტევეთ ნუ გამკიცხავთ“.

„რატომ ამღერებენ? წავიდა მისი დრო. დარწმუნებული ვარ არ ექნება სიმღერის ამბიცია. რახან ნანია – უნდა ვთქვა რომ მომწონს? არა ბატონებო – ეს არ მომწონს, თუმცა ნანი მიყვარს“.

„მაგარი სირცხვილია მანდ სიმღერა. ქალი მთელი ცხოვრება რუსეთში მღეროდა და ახლა ევრომონებს უმღერის. რაც ბურჭულაძემ მოიგო, მაგას მოიგებს ესეც“.

„მთავარი ის კი არ არის რა ნიჭი მოგმადლა უფალმა, მთავარია რას მოახმარ და როგორ გამოიყენებ. მისი ხმა მისი დამსახურება არ არის ეს უფლის წყალობაა, მთავარია რას იმღერებს და ვის უმღერებს. ისე კი კარგია, რომ ვეღარ მალავენ ვისი მსახურები არიან. ჯობია დროზე გაიშიფროს ყველა“, – წერენ კომენტარებში.