რუსეთი სუმის ოლქში შეიჭრა, 4 სოფელი აიღო და კიდევ 6 დასახლებულ პუნქტს უტევს

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთი ოთხ დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს და ცდილობს ე.წ. ბუფერული ზონის შექმნას.

როგორც სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ გრიგოროვმა განაცხადა სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაცია ტერიტორიიდან დიდი ხნის წინ განხორციელდა.

სუმის ოლქის ტერიტორიაზე მტრის კონტროლის ქვეშ იმყოფება შემდეგი დასახლებული პუნქტები: ნოვენკოე, ბასოვკა, იუნაკოვსკი და ვესელოვკა. ამ სოფლების მცხოვრებლების ევაკუაცია დიდი ხნის წინ განხორციელდა, სამოქალაქო მოსახლეობისთვის საფრთხე იქ არ არსებობს“, – აცხადებს სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ გრიგოროვი.

„უკრაინული მედიის ცნობით, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება სოფელ ვოდოლაგის მიდამოებსა და ვლადიმიროვკის, ბელოვოდების, კონსტანტინოვკისა და კონდრატოვკის მახლობლად, ასევე ლოკნიას მიდამოებში.