საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ ომობს, უკრაინა მის რაკეტებს რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად იყენებს – სერგეი ლავროვი

საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ ომობს, რადგან მის რაკეტებს უკრაინა რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად იყენებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვი

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საფრანგეთის შორი მოქმედების რაკეტებს კიევის ნაცისტური რეჟიმი იყენებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ძირითადად სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმებისთვის.

„დევიზი – „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“ მოიცავს ადამიანის უფლებებს, რომლებზეც საფრანგეთი ყველა კუთხე-კუნჭულში საუბრობს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებულ ნებისმიერ სიტუაციაში, უკრაინის კონფლიქტის გარდა. საფრანგეთი არ საუბრობს იმაზე, რომ სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარდა, არსებობს ადამიანის უფლებებიც და უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რუსული ენა კანონით აკრძალულია მისი გამოყენების ყველა სფეროში. მსგავსი რამ მსოფლიოს არცერთ კუთხეში, არცერთ ქვეყანაში არ ხდება. მხოლოდ უკრაინაში“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.