ტრამპმა, შესაძლოა, მიმდინარე კვირას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღოს – The Wall Street Journal

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, მიმდინარე კვირას რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაბალი ტემპის გამო მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ტრამპი

როგორც წყარო გამოცემას უყვება, ამერიკის ახალი შეზღუდვები სავარაუდოდ რუსეთის საბანკო სისტემას არ შეეხება. თეთრი სახლი მოსკოვზე ზეწოლის სხვა ვარიანტებს განიხილავს.

როგორც The Wall Street Journal-ი წერს, შესაძლოა, ტრამპმა საერთოდ არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღოს, რადგან დაიღალა უკრაინაში ომის გაჩერების უშედეგო მცდელობებით. ის მზადაა დატოვოს მოლაპარაკებები, თუ „ბოლო გაბრძოლება უშედეგო აღმოჩნდება“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში ტრამპი ტრამპი არ იზიარებდა მოწოდებებს რუსეთის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაძლიერების შესახებ. თეთრი სახლის ლიდერი ამბობდა, რომ ის კარგად იცნობს პუტინს, კრემლის ლიდერი დათმობებზე წავა.

The Wall Street Journal-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა აზრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც გასულ კვირას პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რა დროსაც კრემლის ლიდერმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე უარი განაცხადა.