ზახაროვა: უკრაინის შესახებ რუსეთის მემორანდუმში კონფლიქტის მოგვარების შესაძლო ვადებიც იქნება გათვალისწინებული

რუსეთი აგრძელებს უკრაინის შესახებ მემორანდუმის მომზადებას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება კონფლიქტის მოგვარების პრინციპები და შესაძლო ვადები. ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა

„რუსეთი აგრძელებს მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მემორანდუმის პროექტის შემუშავებას, რომელშიც განსაზღვრულია მთელი რიგი პოზიციები, როგორებიცაა მოგვარების პრინციპები, სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო დადების ვადები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტა, თუ შესაბამისი შეთანხმებები მიიღწევა.

როგორც კი მემორანდუმი მომზადდება, და მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ყოველდღიურად აკეთებს კომენტარს მისი შემუშავების პროგრესზე, ის კიევში გაიგზავნება. ჩვენ ველით, რომ უკრაინული მხარეც იგივე სამუშაოს შეასრულებს და რუსული დოკუმენტის მიღებასთან ერთად გამოგვიგზავნის თავის შემუშავებულ მასალებს“, – განაცხადა ზახაროვამ.