ევროკავშირი სამხედრო ხარჯების დასაფინანსებლად 150-მილიარდიან სპეციალურ ფონდს ქმნის

ევროკავშირი სამხედრო ხარჯების დასაფინანსებლად სპეციალურ ფონდს ქმნის. ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

ფონდში ინვესტიციის ჯამური მოცულობა 150 მილიარდი ევრო იქნება. შეიარაღების ფონდის შექმნას მხარი ევროკავშირის ოცდაექვსმა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა, თავი შეიკავა უნგრეთმა.

ევროპის უსაფრთხოების მექანიზმის შექმნა თავდაცვის სფეროში ინვესტიციების მოზიდვის პირველი მასშტაბური გეგმაა, რომლის აუცილებლობასაც ბრიუსელი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს უკავშირებს, ასევე იმის საშიშროებას, რომ მალე ევროპის უსაფრთხოებაში შეერთებული შტატები საკუთარ წვლილს შეამცირებს.