„მე გავგზავნე ტრამპთან კობახიძის წერილი და…“ – კიმბერლი ლოუ, რომელსაც ქართული ოპოზიცია დასცინოდა, მოულოდნელ განცხადებას აკეთებს

დონალდ ტრამპის მხარდამჭერი კიმბერლი ლოუ ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილს 26 მაისის მისალოცი წერილი მისი ხელშეწყობით მისწერა.

„მე გავგზავნე საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილი ვაშინგტონში შესაბამის არხებზე, რათა გაეგზავნათ პრეზიდენტი ტრამპისთვის და მან უპასუხა“, – წერს ის სოციალურ ქსელში.

27 მასის მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლეგას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.