ზურა ხაჩიძე რუსოფობიის მორიგ მსხვერპლად იქცა – “ვინ ამიკ­რძა­ლა სად წა­ვალ, სა­ი­დან რას გავ­გზავ­ნი, შოკ­ში ვარ მარ­თლა”

დღეს დი­ლი­დან მომ­ღე­რა­ლი და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე ზურა ხა­ჩი­ძემ “ევროგურჯები” გააოგნა, მი­ზე­ზი თბი­ლის­ში მდე­ბა­რე რეს­ტორ­ნის (“ჩემ­თან“), მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი გახ­და.

აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში, ქრის­ტეს აღ­დგო­მის ტაძ­რის ფონ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი, ზურა ხა­ჩი­ძე მა­ყუ­რე­ბელს 30 მა­ისს და­გეგ­მილ “ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის“ კონ­ცერ­ტზე ეპა­ტი­ჟე­ბა. თუმ­ცა, ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას მა­ლე­ვე მოჰ­ყვა არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია, რის გა­მოც რეს­ტო­რან­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან პოს­ტი წა­შა­ლა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გან­მარ­ტე­ბაც გა­ავ­რცე­ლა

“მე­გობ­რე­ბო, 30 მა­ისს და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტის ფარ­გლებ­ში, ზურა ხა­ჩი­ძემ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით მოგ­ვა­წო­და ვი­დე­ო­მი­მარ­თვა, რომ­ლი­თაც აა­ნონ­სებ­და ღო­ნის­ძი­ე­ბას.

სამ­წუ­ხა­როდ, ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას მოჰ­ყვა უკი­დუ­რე­სად არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო, აგ­რე­სი­უ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სცილ­დე­ბო­და ჯან­სა­ღი კრი­ტი­კის ფარ­გლებს და ცალ­სა­ხად გა­მო­ხა­ტავ­და ბუ­ლინგს.

ჩვე­ნი გუნ­დის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი სტუმ­რის, ისე თი­თო­ე­უ­ლი პარტნი­ო­რი­სა და შემ­სრუ­ლებ­ლის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, რეს­ტორ­ნის გუნ­დმა ერ­თხმად გა­დავ­წყვი­ტეთ ვი­დე­ოს წაშ­ლა – მხო­ლოდ და მხო­ლოდ მომ­ღერ­ლის ემო­ცი­უ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის დაც­ვის მიზ­ნით.

გმად­ლობთ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც მხარს უჭერთ ჯან­საღ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მას.

ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ მზა­დე­ბას კონ­ცერ­ტის­თვის და გპირ­დე­ბით და­უ­ვი­წყარ სა­ღა­მოს – სით­ბო­თი, მუ­სი­კით და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბით სავ­სეს…“ – ვკი­თხუ­ლობთ რეს­ტორ­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კო­მენ­ტარ­ში.

“ამბები” ზურა ხა­ჩი­ძეს პი­რა­დად და­უ­კავ­შირ­და:

“სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი ხდე­ბა, შოკ­ში ვარ. რამ­დე­ნი­მე დღით ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი, რეკ­ლა­მა გა­ვუგ­ზავ­ნე პე­ტერ­ბურ­გი­დან იმ რეს­ტო­რანს. რო­დე­საც გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, ვი­ღა­ცამ იცნო ტა­ძა­რი, რომ პე­ტერ­ბურ­გში ვი­ყა­ვი და ამა­ზე ატყდა ამ­ბა­ვი. ვინ ამიკ­რძა­ლა სად წა­ვალ, სა­ი­დან რას გავ­გზავ­ნი, ვისი რა საქ­მეა, არ მეს­მის, შოკ­ში ვარ მარ­თლა.

რა­ღაც კას­ტაა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, ვა­ი­მე, რუ­სე­თი­დან გა­ა­კე­თეთ რეკ­ლა­მა? – ჩემი გა­გიკ­ვირ­დათ? – პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი პე­ტერ­ბურ­გში და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად რამ­დე­ნი­მე დღით. სა­ო­ცა­რი ქა­ლა­ქია, ძა­ლი­ან კულ­ტუ­რუ­ლი. სა­ო­ცა­რი რა­ღა­ცე­ბი ვნა­ხე და მო­ვი­ლო­ცე, რა ვიცი, შოკ­ში ვარ, ისე­თი ამ­ბა­ვი მოჰ­ყვა. მაგ­რამ აღარ მიკ­ვირს, ამათ­გან არა­ფე­რი აღარ მიკ­ვირს, ძი­რი­თა­დად “ნაც­მე­დი­ე­ბი”.

მარ­ტო ვი­ყა­ვი, მე­გო­ბარ­თან სტუმ­რად. მაგ დროს და­ემ­თხვა, რომ რეკ­ლა­მა უნ­დო­დათ. არც და­მი­მა­ლავს, და­მალ­ვა რომ მნდო­მე­ბო­და, სახ­ლის ფონ­ზე გა­და­ვი­ღებ­დი და ისე ჩავ­წერ­დი. ვერ ვხე­დავ ამა­ში პრობ­ლე­მას. 2008 წლის შემ­დეგ, ჩემი ბევ­რი კო­ლე­გა დარ­ბო­და და კონ­ცერ­ტებს ატა­რებ­დნენ, მო­ი­ა­რეს ჩე­ლი­ა­ბინ­სკე­ბი და ჩემი რა გა­საკ­ვი­რია, რეკ­ლა­მა რომ გა­მო­მეგ­ზავ­ნა ვერ ვხვდე­ბი, ლა­მის პუ­ტი­ნი და ზე­ლენ­სკი შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე და მე არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ვი­ყა­ვი, არ მაქვს უფ­ლე­ბა?”, – განაცხადა ზურა ხაჩიძემ.

ambebi.ge