“მეტი სტუმართმოყვარეობა მართებთ საფრანგეთს, პოლონეთს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას, ჩვენ ეს არავისგან გვესწავლება“ – ირაკლი კობახიძე

“მეტი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა მარ­თებთ საფ­რან­გეთს, პო­ლო­ნეთს და ზო­გი­ერთ სხვა ქვე­ყა­ნას, ჩვენ ეს არა­ვის­გან გვეს­წავ­ლე­ბა”, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც საფ­რან­გე­თი­სა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და პო­ლო­ნე­თის სა­ელ­ჩოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით, სტა­ტის­ტი­კა ცხად­ყოფს, რო­გო­რია ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სტუმ­რე­ბის მი­მართ და ასე­ვე, რო­გო­რია ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­სა­ბა­მის ქვეყ­ნებ­ში.

„რო­დე­საც 33 ათას­ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე შე­მო­დის ქვე­ყა­ნა­ში და აქე­დან მხო­ლოდ 16-ს ეთ­ქმე­ბა უარი, ეს ხომ ყვე­ლა­ფერს ცხად­ყოფს. პი­რი­ქით, პო­ლო­ნე­თის სტა­ტის­ტი­კა რომ ავი­ღოთ, 750 სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ეთ­ქვა უარი პო­ლო­ნეთ­ში შეს­ვლა­ზე. ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია, ყვე­ლა­ფე­რი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ცხა­დი. არა­ვი­თარ აქ­ცი­ებ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რო­დე­საც მათ უარი უთხრეს პო­ლო­ნეთ­ში შეს­ვლა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ეს რომ არის გა­მო­ტა­ნი­ლი ერთ-ერთ სა­კი­თხად ამ გან­ცხა­დე­ბებ­ში, ეს არის გა­უ­გე­ბა­რი. რა ესაქ­მე­ბა 150-კა­ცი­ან აქ­ცი­ებ­ზე 5-6 უცხო­ელ მო­ქა­ლა­ქეს? ამა­ზე უნდა გას­ცეს შე­სა­ბა­მის­მა სა­ხელ­მწი­ფომ პა­სუ­ხი.

კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, სტა­ტის­ტი­კა რომ ავი­ღოთ, ერთი მხრივ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კა და მე­ო­რე მხრივ, პო­ლო­ნე­თის, საფ­რან­გე­თის და სხვა ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კა, ყვე­ლა­ფე­რი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნა­თე­ლი – რო­გო­რია ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სტუმ­რე­ბის მი­მართ, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ცხა­დი, ამას ცხად­ყოფს სტა­ტის­ტი­კა და რო­გო­რია ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­სა­ბა­მის ქვეყ­ნებ­ში, მათ შო­რის პო­ლო­ნეთ­ში და საფ­რან­გეთ­ში, რა­საც ცხად­ყოფს შე­სა­ბა­მი­სი სტა­ტის­ტი­კა”, – გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, საფ­რან­გე­თი თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს აფრ­თხი­ლებს, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბამ­დე ინ­ფორ­მა­ცია მო­ი­პო­ვონ ფაქ­ტო­რებ­ზე, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­შეს­ვლის რის­კის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნოს, მათ შო­რის პრო­ტეს­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რო­ბა.

ამას­თან, პო­ლო­ნე­თის სა­ელ­ჩო მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს: „სა­ქარ­თვე­ლო­ში შეს­ვლა­ზე უცხო­ე­ლე­ბის­თვის უა­რის მრა­ვა­ლი ფაქ­ტის გამო, გთხოვთ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, არ­სე­ბობს თუ არა თქვენს შემ­თხვე­ვა­ში ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ზრდის შეს­ვლა­ზე უა­რის რისკს, მათ შო­რი­საა დე­მონ­სტრა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა”.