“მოსკოვსა და თბილისს ერთმანეთის კარგად ესმით, მთავარია, ამ ურთიერთობებს ევროპელებმა ხელი არ შეუშალონ” – გრიგორი კარასინი

შე­საძ­ლოა, რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დეს, – ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, გრი­გო­რი კა­რა­სინ­მა გა­ნა­ცხა­და.

"მოსკოვსა და თბილისს ერთმანეთის კარგად ესმით, მთავარია, ამ ურთიერთობებს ევროპელებმა ხელი არ შეუშალონ" - გრიგორი კარასინი

„სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის, მათ შო­რის პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბის სა­კი­თხი დგას. ეს პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ მისი დაჩ­ქა­რე­ბა სა­ჭი­რო არ არის“, – გა­ნა­ცხა­და გრი­გო­რი კა­რა­სინ­მა.

მისი თქმით, რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის „დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნის სა­კი­თხის ახ­ლა­ვე გა­და­წყვე­ტა შე­სა­ნიშ­ნა­ვი იქ­ნე­ბო­და“.

„ვფიქ­რობ, მოს­კოვ­სა და თბი­ლისს ერ­თმა­ნე­თის კარ­გად ეს­მით. მთა­ვა­რია, ამ ურ­თი­ერ­თო­ბებს ევ­რო­პე­ლებ­მა ხელი არ შე­უ­შა­ლონ, რომ­ლე­ბიც ახლა ზე­ლენ­სკის არა­გო­ნივ­რუ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­კე­თე­ბას აი­ძუ­ლე­ბენ. ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ცდი­ლო­ბენ“, – აღ­ნიშ­ნა კა­რა­სინ­მა.