ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი, კიტ სელფი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების არჩევნებში ჯორჯ სოროსის ფონდისა თუ USAID-ის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევას გმობს.
ევროპის საკითხებში საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე კიტ სელფი გამოეხმაურა პოლონეთში კვირას გასამართ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს და აღნიშნა, რომ იქ კორუფცია და გარეშე ძალების ჩარევა დასტურდება.
კონგრესმენის თქმით, ევროკავშირში პოპულისტი პარტიები იდევნებიან.
„ევროკავშირი თავის საქმე სათანადოდ არ აკეთებს. ჯორჯ სოროსის ღია საზოგადოების ფონდი სხვადასხვა ორგანიზაციების დახმარებით რამდენიმე სახელმწიფოს არჩევნებში ერევა. პოლონეთში არჩევნები კვირას არის დაგეგმილი და ძალიან გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ ისინი ამ არჩევნებში ჩაერევიან და გააკეთებენ იმავეს, რაც გაკეთეს რუმინეთსა და ალბანეთში. დევნიან პროდემოკრატიულ და პოპულისტ პარტიებს. ჩვენ ამაზე ევროკავშირს წერილი გავუგზავნეთ, რადგან ევროკავშირი ამ ყველაფერს უნდა გმობდეს, თუმცა პირიქით, ამას ახალისებენ. მათმა ევროკომისარმა თქვა, რომ რუმინეთში არჩევნების შედეგები გააუქმეს და იმავეს გეგმავენ გერმანიაშიც, ამიტომაც გვაშფოთებს, თუ რა მოხდება ახლა პოლონეთში“, – თქვა სელფიმ.