აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ათეულობით ქვეყნისთვის დაწესებული ტარიფების მოქმედება აღადგინა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საქმის მომჩივნებმა საკუთარი პოზიცია სასამართლოს 5 ივნისამდე უნდა გააცნონ, ხოლო მოპასუხე მხარემ – 9 ივნისამდე. ამის შემდეგ სასამართლო ტარიფების შეჩერებაზე იმსჯელებს.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის საერთაშორისო სავაჭრო სასამართლომ ტრამპის მიერ აპრილში შემოღებული ტარიფების მოქმედება დაბლოკა და თეთრი სახლის ლიდერი უფლებამოსილების გადაჭარბებაში დაადანაშაულა.