ილონ მასკი, მას შემდეგ, რაც აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას დატოვებს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველი და მეგობარი იქნება. ინფორმაციას CBS News-ი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მასკი კარგ ნოტაზე წავიდა და პრეზიდენტის მეგობრად რჩება. მასკისთვის ეს განშორება არ არის. ის უბრალოდ კერძო სექტორს უბრუნდება“, – ციტირებს ამერიკული ტელეარხი თეთრი სახლის ჩინოვნიკს.
ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აგრეთვე დასძინა, რომ ახლა მასკს შეიძლება ტრამპის მრჩეველი ვუწოდოთ.
ცნობისთვის, გუშინ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის თანამდებობას ტოვებს.