უკრაინის საკითხზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებში შედეგების მიღწევის შემდეგ იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მაღალი დონის კონტაქტებს უჭერს მხარს, თუმცა ისინი კარგად უნდა იყოს მომზადებული.
„პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ფუნდამენტურად უჭერს მხარს მაღალი დონის კონტაქტებს. რა თქმა უნდა, ისინი მოთხოვნადია, მაგრამ უნდა იყოს კარგად მომზადებული და პირველ რიგში, უნდა იყოს მიღწეული შედეგი ორი ქვეყნის დელეგაციების პირდაპირ მოლაპარაკებებში. ასეთი შედეგი თუ იქნება მიღწეული და, როდესაც იქნება მიღწეული, რა თქმა უნდა, შეიძლება, დავიწყოთ საუბარი მაღალი დონის კონტაქტების შესახებაც“, – აცხადებს კრემლის წარმომადგენელი.