პოლონეთის პრეზიდენტი აღშფოთებულია, რომ უკრაინელების დიდ ნაწილს არაფერი სმენიათ ვოლინის ტრაგედიის შესახებ, რაშიც ვარშავა უკრაინულ დაჯგუფებებს ადანაშაულებს.

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა აღშფოთებულია, რომ უკრაინელების დიდ ნაწილს არაფერი სმენიათ ვოლინის ტრაგედიის შესახებ.

ანდჟეი დუდა

დუდა ვოლინში 1943 წელს პოლონელების მასობრივ ხოცვას გულისხმობს, რაშიც ვარშავა უკრაინულ დაჯგუფებებს ადანაშაულებს.

დუდა ამბობს, რომ პოლონეთი ვერ შეეგუება პოლონელების გენოციდში მონაწილეების გმირებად წარმოჩენას უკრაინაში, რადგან მათ პოლონელები მკვლელებად და დამნაშავეებად მიიჩნევენ.

„აბსურდულია, როდესაც უკრაინაში ჩასვლისას მესალმებიან ადამიანები, რომლებიც ბანდერასეულ სიმბოლიკას ატარებენ. მე მათ ვეუბნები, რომ ეს სიმბოლიკა ჩვენთვის მიუღებელია. მათ კი არ ესმით, რატომ. მათ არაფერი სმენიათ ვოლინის ხოცვაზე. ჩვენ ვერასდროს შევეგუებით იმას, რომ უკრაინელები მათ გმირებად თვლიან. ვერ შევეგუებით პოლონელების მასობრივი დახოცვის მონაწილეების განდიდებას. მე მათ ვეუბნები: „შესაძლოა, ისინი თქვენთვის თავისუფლებისთვის მებრძოლები არიან, მაგრამ ჩვენ მათ ყოველთვის მკვლელებსა და დამნაშავეებს დავუძახებთ“, – თქვა დუდამ.