სენატორი დეინსი მოხარულია ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობით, რომელზეც განხილული იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება

სენატორი დეინსი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობას, რათა განეხილათ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების საკითხები. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, სენატორ სტივ დეინსის განცხადებაში.

აშშ-ის სენატორი

ამავე განცხადების მიხედვით, სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, კეთილდღეობის ხელშეწყობაში და მტკიცედ მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან, მის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლის მიზნით.

„სენატორი დეინსი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების განსახილველად დღეს გამართულ შეხვედრას მიესალმება. სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის განვითარებაში და მკაფიოდ მოუწოდა საქართველოს მჭიდროდ ითანამშრომლოს ტრამპის ადმინისტრაციასთან საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების განსავითარებლად“, – აღნიშნულია ამერიკელი კანონმდებლის განცხადებაში.