თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის საქ­მე­ზე „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, ნიკა მე­ლი­ას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხდო­მას ეს­წრე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლი ნიკა მე­ლია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

  • ნიკა მე­ლია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დიღ­მის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტო­რი­დან მი­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც 29 მა­ი­სის სა­ღა­მოს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სა­ერ­თოდ სხვა საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი მუხ­ლით და­ა­კა­ვეს, კერ­ძოდ კი, უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლის სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფის ან სხვაგ­ვა­რი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ქმე­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

ცნო­ბის­თვის, ნიკა მე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის­თვის და­ი­ბა­რეს, სა­დაც ის არ მი­ვი­და, რის შემ­დე­გაც მას ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მას აღ­კვე­თის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და, რო­მე­ლიც არ გა­და­ი­ხა­და.

ნიკა მე­ლი­ას ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც “სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას” გუ­ლის­ხმობს.

ეს ქმე­დე­ბა ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერთ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის, ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე.