„საქართველო, რომელსაც არ გააჩნია იმდენი რესურსი, რომ ფიზიკურად დაიცვას თავი, თავის პოლიტიკას გეგმავს ვითარების სიღრმისეული ანალიზიდან გამომდინარე“, – ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ და მუდმივად გვერდში ედგა.
„ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებას პასუხობს ძალიან ჩამოყალიბებულად. მზად იყო წინა ელჩთან შესახვედრად გარკვეულ საკითხებზე. ამ შემთხვევაშიც მზად ვართ ყველაფრისთვის. არც ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს ჩვენ აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მუდმივად გვერდში ვედექით.
არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა რუსეთის ინტერესების გაძლიერებისთვის სამხრეთ კავკასიაში, რაც სააკაშვილმა უზრუნველყო რუსებისთვის. ამ ვითარებაში სალაპარაკოც ბევრი გვაქვს“, – აღნიშნავს ვოლსკი.