სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ზოგიერთი ინფორმაცია უკრაინისთვის სერბული ჭურვების მიწოდების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ მან RTS-თან ინტერვიუში განაცხადა, იტყობინება European Pravda.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ სერბეთის თავდაცვის საწარმოები, ბელგრადის მიერ გამოცხადებული ნეიტრალიტეტის მიუხედავად, კიევისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას აგრძელებენ.
ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ მან კრემლის ხელმძღვანელ პუტინთან კონკრეტულად განიხილა ბრალდებები კიევისთვის საბრძოლო მასალის „შუამავალი ქვეყნების მეშვეობით“ მიწოდების შესახებ.
„ჩვენ რუს პარტნიორებთან ერთად შევქმენით სამუშაო ჯგუფი ფაქტების დასადგენად. გაკეთებული განცხადებებიდან ზოგიერთი სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად, ისინი სწორად აღნიშნავენ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკასთან არსებობს კონტრაქტი. თუმცა, ნებართვა არ გაცემულა და არც ერთი რაკეტა არ მიწოდებულა“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.