დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება. საფინალო მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ იტალიურ „ინტერს“ დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად მიუნხენში უკვე ივარჯიშა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის საპასუხო მატჩში ლონდონის „არსენალი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა. „ინტერმა“ კი ფინალის საგზური „ბარსელონას“ დამარცხებით მოიპოვა – ნახევარფინალში მათი შეხვედრა 4:3 დასრულდა.