იტალიაში ე.წ. კანონიერი ქურდი, მინდია ლავასოღლი დააკავეს

ე.წ კანონიერი ქურდი 44 წლის მინდია გორაძე [მინდია ლავასოღლი], 22 მაისს იტალიაში, რომის ჩამპინოს აეროპორტში დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ლავასოღლისმხარადსაჭერად აქციები გრძელდება

მედიის ცნობით, ლავასოღლი იტალიელმა სამართალდამცველებმა ჩამპიონის აეროპორტში გერმანული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილში შენიშნეს. დაკავების შემდეგ ის რეინა კოელის ციხეში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, მინდია გორაძე 2023 წლიდან საერთაშორისო ძებნაში იმყოფება დანაშაულებრივი გაერთიანებისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით.