პიტერ სიიარტო: ბაიდენის ადმინისტრაციამ უნგრეთზე ზეწოლა სცადა და არ გამოუვიდა, ბრიუსელი ცდილობს და არ გამოსდის, ჩვენი სუვერენიტეტი მოლაპარაკების საგანი არ არის

„უნგრეთზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ უკრაინაში ომში ჩართულიყო, არალეგალი მიგრანტებისთვის საზღვრები გაეხსნა და გენდერული აქტივისტები სკოლებში შეეშვა“, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.

პიტერ სიიარტო

როგორც სიარტო წერს, უნგრეთზე ზეწოლა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სცადა და არ გამოუვიდა.

„უნგრეთზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ უკრაინაში ომში ჩართულიყო, არალეგალი მიგრანტებისთვის საზღვრები გაეხსნა და გენდერული აქტივისტები სკოლებში შეეშვა. ჩვენ უარი ვთქვით. ბაიდენის ადმინისტრაციამ სცადა და არ გამოუვიდა. ბრიუსელი ცდილობს და არ გამოსდის. ჩვენი სუვერენიტეტი მოლაპარაკების საგანი არ არის“, – წერს უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.