ამერიკელი კონგრესმენების, ლინდსი გრემისა და რიჩარდ ბლუმენტალის ვიზიტი კიევში 814 ათასი დოლარი დაჯდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში წარმომადგენელთა პალატის წევრი, მარჯორი ტეილორ გრინი ავრცელებს.
როგორც მარჯორი ტეილორ გრინი წერს, კონგრესმენებმა ვიზიტის დროს ფული ძვირადღირებულ სასტუმროში დახარჯეს. მათ უკრაინაში პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გამართეს.
მედიაში გავრცელდა აგრეთვე ამონაწერი ამერიკის მთავრობის ხარჯების ოფიციალური ვებ-გვერდიდან, საიდანაც ირკვევა, რომ ამ მივლინებისთვის, სასტუმროსა და მგზავრობის ხარჯებზე ორი მსხვილი ტრანზაქცია განხორციელდა, ერთი 403 ათასი დოლარის, მეორე კი 411 ათასი დოლარის ოდენობის.
მარჯორი ტეილორ გრინი აღნიშნავს, რომ კონგრესის დელეგაციის მსგავსი მივლინებები ზედმეტად ძვირი ჯდება და ზოგჯერ უცხოური ომების გახანგრძლივებასაც ემსახურება.