ანალენა ბერბოკი გაეროს გენერალური ასამბლეის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს

გაეროს გენერალური ასამბლეის ახალ პრეზიდენტად ანალენა ბერბოკი აირჩიეს. აღნიშნულის შესახებ გერმანული მედია იტყობინება. 

ანალენა ბერბოკი

გერმანიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ფარული კენჭისყრის შედეგად 167-მა სახელმწიფომ მისცა ხმა.

კენჭისყრის დროს მხოლოდ რუსეთმა გამოთქვა უარყოფითი დამოკიდებულება ბერბოკის კანდიდატურის მიმართ. 

ინფორმაციისთვის, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს ერთწლიანი ვადით ირჩევენ.