თეთრი სახლის სპიკერის ქეროლაინ ლევიტის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, თურქეთში რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები გამართოს.
„პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მზადაა ამისთვის, თუკი საქმე აქამდე მივა, მაგრამ მას სურს, რომ ორივე ლიდერი და ორივე მხარე ერთად დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – აღნიშნა ლევიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მას სურს სტამბოლში ან ანკარაში რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართოს, სადაც მისივე თქმით, ტრამპსაც მოიწვევს.