ტრამპი: აშშ ირანს ურანის გამდიდრების უფლებას არცერთი შეთანხმების ფარგლებში არ მისცემს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანს ურანის გამდიდრების უფლებას არ მისცემს ქვეყნებს შორის შესაძლო შეთანხმების ფარგლებში.

დონალდ ტრამპი

მან არაერთხელ მიანიშნა, რომ შეთანხმება, შესაძლოა, ახლოს იყოს.

„ჩვენი შესაძლო შეთანხმების თანახმად – ჩვენ არ დავუშვებთ ურანის გამდიდრებას!“ – დაწერა ტრამპმა.